Thursday, April 22, 2010

პროექტი

პროექტის სახელი: ტრიგონომეტრიის მნიშვნელობა რეალურ ცხოვრებაში

პროექტის მოკლე აღწერა: ტრიგონომეტრიის პრაქტიკული გამოყენება.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეძლებენ გაეცნონ ტრიგონომეტრიის ფუნქციას სხვადასხვა სფეროში და მის მნიშვნელობას . დარწმუნდებიან ,რომ ეს არ არის მხოლოდ სამკუთხედის გვერდებისა და კუთხეების შეფარდება, რაც შემდგომ არაფერში დასჭირდებათ. ტრიგონომეტრია გამოიყენება ძალიან ბევრ დარგში, მაგალითად, როგორიცაა ასტრონომია, ნავიგაცია, თანამგზავრთა სისტემები, საზღვაო და საავიაციო მრეწველობა , ოკეანოგრაფია, კარტოგრაფია, სეისმოლოგია, ქიმია, ბიოლოგია, გეოფიზიკა , ოპტიკა, რიცხვთა თეორია, ალბათობა, სტატისტიკა, ელექტრული ინჟინერია, ეკონომიკა(კერძოდ მარკეტინგის ანალიზი), მუსიკა, კომპიუტერული გრაფიკა და ა.შ.



მაგალითად, ავიღოთ მუსიკა , რომელიც ძალიან ბევრის გატაცებაა. როგორც ვიცით ,ხმა ტალღებით ვრცელდება. მართალია, ეს არ არის ზუსტად სინუსის და კოსინუსის ფუნქცია , მაგრამ კომპიუტერულ ტექნოლოგიებში მუსიკის დამუშავებისას სწორედ ამით სარგებლობენ, რადგან კომპიუტერს არ შეუძლია მუსიკის მოსმენა და გაგება ისე ,როგორც ჩვენ. ეს ნიშნავს, რომ ხმის ინჟინრებს და ტექნოლოგებს, რომელთაც სურთ წარმატება მიაღწიონ კომპიუტერულ მუსიკის რეალიზაციაში ,უწევთ ტრიგონომეტრიის ძირითად პრინციპებთან შეხება.

ტრიგონომეტრია იდეალურ პარტნიორად ითვლება თანამედორვე არქიტექტურაშიც. ძალიან ბევრი ნაგებობა შეგვიძლია ვნახოთ, სადაც გამოყენებულია ტრიგონომეტრიული ფუნქციები.









ტრიგონომეტრიული ფუნქციები ასევე გამოიყენებათანამედროვე მედიცინაში,კერძოდ, კომპიუტერულ ტომოგრაფიაში , მაგნიტურ რეზონანსსა და ულტრასონოგრაფიაში.















მოსწავლე აირჩევს მისთვის სასურველ სფეროს , დაამუშავებს თემას , შეუძლია სახლის პირობებშიც მოსინჯოს ტრიგონომეტრიული ფუნქციები. მაგალითად, სახლის მოწყობისას სწორად განათავსოს განათება.








შესაძლებელია ექსკურსიის მოწყობა, რადგან ტრიგონომეტრია საბუნებისმეტყველო მეცნიერებაშიც გამოიყენება ,მაგალითად მთების სიმაღლის გასაზომად. ამ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ნავიგაციასა და ავიაციისთვის ,ასევე რიგითი ტურისტისათვის , რომელსაც სიმაღლესთან დაკვაშირებული პრობლემები აქვს.




















პროექტის მიზანი:
ეს პროექტი მოსწავლეს დაანახებს ტრიგონომეტრიის მნიშვნელობას , ტრიგონომეტრიულ ფუნქციებს რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, გააღრმავებს მის ცოდნას , ასწავლის დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას, გაცვლას, პროექტირებას, დაგეგმვას , ანალიზს, გუნდურ მუშაობას, ასევე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებას.

პროექტში მონაწილეობენ : X კლასის მოსწავლეები.

ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე

პროექტის ავტორი: ქეთევან კლიმიაშვილი

პროექტის ავტორის ელ. ფოსტა: qetiklimiashvili@gmail.com